პუტინის ომი უკრაინაში

05 ივლისი 2024, 09:00 300 ნახვა

ოკუპანტი რუსეთი აგრძელებს უკრაინის ქალაქებზე თავდასხმას.  გასულ ღამეს რუსულმა ძალებმა ქვეყანას კურსკისა და პრიმორსკო-ახტარსკის ტერიტორიებიდან შეუტიეს, გამოიყენეს“შაჰედის“ ტიპის 32 დრონი, რომელთა სრულად განადგურება შეძლეს უკრაინელებმა.

საჰაერო ძალების განცხადებით, ცის დამცველებმა დრონები მიკოლაევის, ოდესის, ხერსონის, დნეპროპეტროვსკის, კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებში ჩამოაგდეს.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მოგერიებული რუსული დრონების ნამსხვრევებმა კიევის ოლქის ბუჩის რაიონში დააზიანა 6 კერძო სახლი.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი