საბერძნეთსა და თურქეთში ტყის ხანძრებს ებრძვიან

01 ივლისი 2024, 09:58 365 ნახვა

ათენის მახლობლად მეხანძრეები ტყის ხანძრის ორ კერას  ებრძვიან. ცეცხლი ძლიერი ქარის შედეგად გაჩნდა რამდენიმე საათის შემდეგ, რაც მეხანძრე-მაშველებმა  დედაქალაქთან ახლოს მთიან რაიონში ხანძრის ლოკალიზება მოახერხეს. 

ათობით მეხანძრე და  23 ხანძარსაწინააღმდეგო თვითმფრინავია მობილიზებული ხანძრის ჩასაქრობად ქალაქ კერატეას მახლობლად, რომელიც ათენის სამხრეთით, დაახლოებით 35 კმ დაშორებით მდებარეობს.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ სტიქიის ზონაში მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაციის განკარგულება გამოსცა.  ცეცხლი ფიჭვნარსა და ზეთისხილის ბაღებშია გავრცელებული. ჯერჯერობით  სახლებს საფრთხე არ ემუქრება. საბერძნეთის ტერიტორიის დიდ ნაწილში ცხელი, მშრალი და  ქარიანი პირობების გამო შაბათ-კვირას გაჩნდა ათობით ტყის ხანძარი. 

ტყის ხანძარს ებრძვიან თურქეთშიც. იზმირის პროვინციაში ხანძრის 16 კერა დაფიქსირდა. სტიქიის ზონასთან ახლოს მდებარე დასახლებებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში