სერბეთი ისრაელის საელჩოსთან თავდასხმის შემდეგ ტერორისტული საფრთხის დონეს ზრდის

30 ივნისი 2024, 12:50 351 ნახვა

სერბეთი ისრაელის საელჩოსთან მომხდარი თავდასხმის შემდეგ ტერორისტული საფრთხის დონეს ზრდის.

სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრ, ივიცა დაჩიჩის ინფორმაციით, ისრაელის საელჩოზე თავდასხმა ტერორისტულ თავდასხმად გადაკვალიფიცირდა.

სერბეთში ტერორისტული საფრთხის მზარდი დონის გამო, საელჩოებთან და სამთავრობო დაწესებულებებთან იზრდება სამართალდამცველების რაოდენობა, ასევე, გაძლიერდება უსაფრთხების ზომები ხალხმრავალ ადგილებში.

გუშინ, ბელგრადში, ისრაელის საელჩოსთან მამაკაცი პოლიციელს თვს დაესხა. საპასუხოდ, სამართალდამცველმა მას ცეცხლი გაუხსნა. პოლიციელი კისრის არეში დაიჭრა, თავდამსხმელი კი დაიღუპა.  დაკავებულია თავდასხმაში ეჭვმიტანილი ერთი პირი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი