ვოლნიანსკში, რუსების თავდასხმის შედეგად დაიღუპა 7 და დაშავდა 31 ადამიანი

30 ივნისი 2024, 11:42 321 ნახვა

ზაპოროჟიეს ოლქში, ქალაქ ვოლნიანსკზე რუსეთის თავდასხმის შედეგად, დაღუპულია 7 და დაშავებულია 31 ადამიანი. ინფორმაციას უკრაინული მედია შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყებაში აცხადებენ, რომ დარტყმის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულდა.

არსებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა 7 ადამიანი, მათ შორის, 2 ბავშვი და დაშავდა 31. დაშავებულებს შორის 8 მცირექლოვანია.

რუსებმა ქალაქ ვოლნიანსკს, გუშინ საღამოს, შეუტიეს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი