სერბეთში, ისრაელის საელჩოსთან სროლის შედეგად პოლიციელი დაშავდა, ხოლო, თავდამსხმელი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრ, ივიცა დაჩიჩიზე დაყრდნობით ავრცელებს.
„უცნობმა პირმა, რომლის ვინაობასაც ადგენენ, ჟანდარმერიის ოფიცერს, რომელიც ისრაელის საელჩოს იცავდა, არბალეტიდან ესროლა და კისერში მოარტყა. ოფიცერმა იარაღი თავდაცვის მიზნით გამოიყენა და თავდამსხმელს ესროლა, რომელიც მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა“, - განაცხადა ივიცა დაჩიჩმა.
ისრაელის საელჩო დღეს დაკეტილია და თანამშრომლებიც არ მუშაობენ. მედიის ცნობით, თავდასხმის მიზეზი უცნობია.