36 ქვეყნის მიმართვა საქართველოს ხელისუფლებას

29 ივნისი 2024, 12:09 365 ნახვა

საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, გაიწვიოს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი” და შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების ყველა აქტი - ამის შესახებ საუბარია განცხადებაში, რომელსაც ლიეტუვის მუდმივი მისია ჟენევაში, კიდევ 35 ქვეყნის სახელით  ავრცელებს.

მიმართვის ხელმომწერებს მიაჩნიათ, რომ  კანონი სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოებისთვის, ადამიანის უფლებებისთვისა და კანონის უზენაესობისთვის საქართველოში და გამიზნულია მედიასაშუალებების, უფლებადამცველების და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ხმის ჩასახშობად.

საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, მთლიანად შეწყვიტოს და გამჭვირვალედ გამოიძიოს ძალის გამოყენების ყველა აქტი მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ და თავი შეიკავოს რიტორიკისგან, რომელიც ქვეყანაში უკიდურესი პოლარიზაციის კიდევ უფრო გამწვავება შეუძლია - ნათქვამია განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი