აშშ-ის ქმედებების გამო, რუსეთმა უნდა დაიწყოს ბირთვული შესაძლებლობების მქონე რაკეტების წარმოება და შესაძლოა, განლაგებაც - პუტინი

29 ივნისი 2024, 10:03 173 ნახვა

აშშ-ის ქმედებების გამო, რუსეთმა უნდა დაიწყოს ბირთვული შესაძლებლობების მქონე რაკეტების წარმოება და შესაძლოა, განლაგებაც, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან შეხვედრაზე, პუტინმა აღნიშნა, რომ აშშ-ის მხრიდან საშუალო და მცირე რადიუსზე მოქმედი რაკეტების, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში განლაგება, რუსეთში შეშფოთებას იწვევს და მოითხოვს რეაგირებას. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ამის გამო, მოსკოვმა, შესაძლოა, დაიწყოს ბირთვული რაკეტების წარმოება და შემდგომში, შესაძლოა, მათი განლაგება.

„დღეს ცნობილი გახდა, რომ აშშ არა მარტო აწარმოებს სარაკეტო სისტემებს, არამედ, უკვე, განალაგა ევროპაში წვრთნებისთვის დანიაში და ახლა, უკვე, ფილიპინებშიც. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ უნდა მოვახდინოთ რეაგირება და მივიღოთ გადაწყვეტილებები, თუ რა უნდა გავაკეთოთ. როგორც ჩანს, ჩვენ უნდა დავიწყოთ ამ სარაკეტო სისტემების წარმოება და რეალური სიტუაციიდან გამომდინარე, მივიღოთ გადაწყვეტილებები, სად განვათავსოთ ისინი ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნა პუტინმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი