სლოვაკეთში მატარებელი ავტობუსს შეეჯახა - არის მსხვერპლი

28 ივნისი 2024, 09:43 192 ნახვა

სლოვაკეთში, რკინიგზის გადასასვლელზე მატარებლისა და ავტობუსის შეჯახების შედეგად, მინიმუმ, 6 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

შემთხვევა ქალაქ ნოვე-ზამკის მახლობლად, დედაქალაქ ბრატისლავადან დაახლოებით 80 კილომეტრში, მოხდა.

შეჯახების დროს მატარებელში 200 ადამიანი იმყოფებოდა, ავტობუსში კი - 9.

მატარებელი პრაღიდან ბუდაპეშტამდე, ბრატისლავის გავლით, მიემგზავრებოდა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში