ბათუმის სპორტის სასახლეში დასრულდა ფრენბურთის კლუბ „ბათუმის“ დამფუძნებლის, ნიკოლოზ თავდგირიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული ღია რესპუბლიკური ტურნირი ფრენბურთში 20 წლამდე ჭაბუკთა შორის.
შეჯიბრებაში ბათუმის, თბილისის, სამტრედიისა და ცაგერის გუნდები მონაწილეობდნენ. ტურნირი წრიული სისტემით ჩატარდა და გამარჯვებულ-პრიზიორებიც გამოვლინდნენ. პირველ ადგილზე „ბათუმი“ გავიდა, მეორე ადგილი „ცაგერმა“ დაიკავა, თბილისისა და სამტრედიის გუნდებმა შესაბამისად, მესამე და მეოთხე ადგილებზე გავიდნენ.