ჯულიან ასანჟი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

26 ივნისი 2024, 11:55 353 ნახვა

„სიმართლის თქმა არასოდეს უნდა იყოს დანაშაული“ - ასე გამოეხმაურნენ ავსტრალიელი პოლიტიკოსები ვიკილიქსის დამფუძნებლის ჯულიან ასანჟის გათავისუფლებას. ავსტრალიელი ლიდერები  მიესალმნენ საპროცესო შეთანხმებას, რომლის შემდეგ შესაძლებელი გახდა ასანჟის გათავისუფლება.

მას წლების განმავლობაში  ვიკილიქსის მიერ საიდუმლო დოკუმენტების  გამოქვეყნების გამო დევნიდნენ. ასანჟის გათავისუფლებით დასრულდა 14-წლიანი იურიდიული საგა, რომელშიც ასანჟმა 5 წელზე მეტი ბრიტანეთის მაღალი უსაფრთხოების ციხეში  და შვიდი წელი  ლონდონში ეკვადორის საელჩოში გაატარა აშშ-ში ექსტრადიციის წინააღმდეგ ბრძოლაში, სადაც მას  სისხლის სამართლის ბრალდება 18 მუხლით წაუყენეს.

სამსაათიანი სასამართლო მოსმენის დროს ასანჟმა თავი დამნაშავედ მხოლოდ ბრალდების ერთი მუხლით ცნო, რომელიც  ეროვნული თავდაცვის საიდუმლო დოკუმენტების მოპოვებასა და გაჟონვას შეეხება, თუმცა აღნიშნა, რომ იგი მოქმედებდა  აშშ-ს კონსტიტუციის პირველი შესწორების შესაბამისად, რომელიც იცავს სიტყვის თავისუფლებას. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში