დაღესტანში უცნობმა პირებმა სინაგოგისა და ეკლესიის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს - სროლას პოლიციელი ემსხვერპლა

23 ივნისი 2024, 21:28 377 ნახვა

დაღესტანში, უცნობმა პირებმა სინაგოგას და ეკლესიას ცეცხლი გაუხსნეს. სროლას ერთი პოლიციელი ემსხვერპლა, ერთი კი დაჭრილია. ინფორმაციას უცხოური მედია, დაღესტანის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

შემთხვევა დერბენტში მოხდა. ეჭვმიტანილები ავტომობილით მიიმალნენ. 

დაუდგენელი პირები, მახაჩყალაში,  საგზაო-საპატრულო პოლიციის პოსტსაც დაესხნენ თავს. დაღუპულია პოლიციის ერთი თანამშრომელი, ექვსი კი დაშავებულია. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი