სევასტოპოლის დაბომბვას ორი ადამიანი ემსხვერპლა

23 ივნისი 2024, 16:59 292 ნახვა

უკრაინის არმიის მიერ, ოკუპირებულ ყირიმში, სევასტოპოლის დაბომბვას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ, ინფორმაციას სევასტოპოლის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელი, მიხაილ რაზვოჟაევი ავრცელებს.

„წინასწარი ინფორმაციით, სევასტოპოლზე უკრაინის შეიარაღებული ძალების დღევანდელი თავდასხმის შედეგად, ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათგან ერთი ორი წლის ბავშვია. უჩკუევკაში ვითარება მძიმეა. მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ყველა ჯგუფი. რამდენიმე ადამიანი უკვე გადაყვანილია საავადმყოფოში”, – აღნიშნულია განცხადებაში.

რუსული მედიის ინფორმაციით, სამედიცონო დახმარება 22 ადამიანს დასჭირდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი