რუსეთის მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა, დაშავებულია, სულ მცირე, 37 ადამიანი, მათგან ორი ბავშვია.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
რუსმა სამხედროებმა საცხოვრებელ სახლზე დარტყმა საავიაციო ბომბებით განახორციელეს.
იერიშს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და პარტნიორებს მტკიცე გადაწყვეტილებისკენ მოუწოდა.
მისი თქმით, რუსეთის ტერორის შეჩერება შესაძლებელია და ის უნდა შეჩერდეს.
ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ცნობით, იერიშის შედეგად, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა.