უკრაინაში რუსეთის შეჭრის „პროვოცირება“ დასავლეთმა მოახდინა - ნაიჯელ ფარაჯი

22 ივნისი 2024, 15:53 312 ნახვა

დასავლეთმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის „პროვოცირება“ მოახდინა, ევროკავშირისა და ნატო-ს სამხედრო ალიანსის აღმოსავლეთის მიმართულებით გაფართოებით – ამის შესახებ, ბრიტანეთის ევროსკეპტიკური „რეფორმის“ პარტიის ლიდერმა, ნაიჯელ ფარაჯმა, „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ფარაჯის თქმით, ნატო-ევროკავშირის სამხედრო ალიანსის მუდმივი გაფართოება აღმოსავლეთისკენ აძლევს პუტინს მიზეზს, უთხრას თავის ხალხს, რომ დასავლეთი, კვლავ, მივა მათთან და დაიწყებს ომს.

„ჩვენ ამ ომის პროვოცირება მოვახდინეთ, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს პუტინის ბრალია. მე ერთადერთი პოლიტიკოსი ვარ ბრიტანეთის პოლიტიკაში, რომელმაც იწინასწარმეტყველა რაც მოხდებოდა“, – განაცხადა ნაიჯელ ფარაჯმა.

ნაიჯელ ფარაჯის განცხადებას კრიტიკა მოჰყვა ბრიტანეთსა და მის ფარგლებს გარეთ. ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ თქვა, რომ ნაიჯელ ფარაჯი იმეორებს პუტინის „სამარცხვინო გამართლებას“ ომთან დაკავშირებით. ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ლორდ რობერტსონმა ნაიჯელ ფარაჯი „კრემლის ხაზის გამეორებაში“ და „სასტიკი, არაპროვოცირებული თავდასხმისთვის ახალი საბაბების მოპოვებაში“ დაადანაშაულა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი