თურქეთში მასშტაბური ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა მარდინისა და დიარბაქირის რაიონებში. დაშავებულია 78 ადამიანი.
ხანძრის შედეგად დაღუპულია ასობით შინაური ცხოველი.
გავრცელებული ვერსიით, ხანძარი ელექტროგადამცემი ხაზიდან გაჩნდა, საიდანაც ცეცხლი რამდენიმე დასახლებულ პუნქტში გავრცელდა.