რუსულმა ძალებმა გვიან ღამით ხარკოვი დაბომბეს

17 ივნისი 2024, 10:24 220 ნახვა

რუსულმა ძალებმა გვიან ღამით ხარკოვი დაბომბეს, არიან დაშავებულები. იერიში, ასევე, მიიტანეს სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებზეც.

უკრაინელი სამხედროების ინფორმაციით, მოწინააღმდეგეს ცოცხალი ძალისა და ტექნიკის მობილიზება მნიშვნელოვნად გაზრდილი აქვს დონეცკის ოლქის დასახლება პოკროვსკის მიმართულებით.

ამავე დროს აფეთქებები იყო დილით რუსეთის ქალაქ ლიპეცკში. ამასთან, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ დრონებით თავდასხმა მოხდა ტრაქტორის ქარხანასა და მეტალურგიულ კომბინატზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში