უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხაადებით, მშვიდობის გლობალური ორდღიანი სამიტი, რომელიც შვეიცარიაში მიმდინარეობს, ისტორიას შექმნის.
ზელენსკის თქმით, ერთადერთი ვისაც უკრაინაში მიმდინარე არაპროვოცირებული აგრესიული ომი სურდა, რუსეთის პრეზიდენტია.
„უკრაინას ეს ომი არ სურდა. რუსეთის მხრიდან კრიმინალური და აბსოლუტურად არაპროვოცირებული აგრესიაა. ერთადერთი ვისაც ეს სურდა – პუტინია. ნებისმიერ შემთხვევაში, მსოფლიო უფრო ძლიერია. სწორედ, ამიტომ წარმოიშვა მშვიდობის ფორმულა, მსოფლიოს უმრავლესობის ერთიანობის ფორმულა მშვიდობისთვის, გაერო-ს ქარტიისა და პრინციპების სრული ეფექტურობისთვის, საერთაშორისო სამართლისა და ამგვარად, გლობალური უსაფრთხოებისთვის. თითოეული ქვეყნის შეხედულებები, იდეები და ლიდერობა თანაბრად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ყველაფერი რაც დღეს სამიტზე იქნება შეთანხმებული, სამშვიდობო პროცესის ნაწილი გახდება, რომელიც ყველას ძალიან გვჭირდება. მჯერა, გავხდებით მოწმე იმისა, თუ როგორ იქმნება ისტორია, აქ, ამ სამიტზე“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
შვეიცარიაში მიმდინარე 2 დღიან სამიტზე 100-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი და წარმომადგენელი იმყოფება. ასევე, წარმოდგენილი არიან საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების დელეგაციები.
სამიტს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც ესწრება.