,,მინისტრის საათის" ფორმატში, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობის ანგარიში წარუდგინა უწყების ხელმძღვანელმა. წელს სამინისტრო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად ახორციელებს 36 პროგრამას.
მინისტრის ინფორმაციით, 2023-2024 წლებში აჭარაში ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დასაქმების მიმართულებით 103 432 ბენეფიციარმა სხვადასხვა სერვისით ისარგებლა. წელს სიახლეა ის, რომ ამოქმედდა ახალი პროგრამა და 120 ათასიდან 150 ათასამდე ქულის მქონე, სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფი ოჯახები, რომელთაც ჰყავთ 16 წლამდე ბავშვები, მიიღებენ ფინანსურ დახმარებას.