საქართველოს თავდაცვის მინისტრის ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში

10 ივნისი 2024, 14:05 317 ნახვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება. უწყების ინფორმაციით, დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრები პირისპირ შეხვედრას გამართავენ.

შემდეგ კი, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებებს გაფართოებულ ფორმატში განიხილავენ. შეხვედრებამდე თავდაცვის მინისტრმა ბაქოში, „საპატიო ხეივანში“ პატივი მიაგო და გვირგვინით შეამკო ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის საფლავები.

ირაკლი ჩიქოვანმა ასევე ყვავილებით შეამკო გმირთა მემორიალის კომპლექსი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი