ავსტრიის თავდაცვის მინისტრი, უკრაინისთვის რუსეთის ტერიტორიაზე დასავლური იარაღით თავდასხმებისთვის უფლების მიცემას, წითელი ხაზის გადაკვეთას უწოდებს.
„წითელი ხაზი გადაკვეთეს, ამიტომ, ძალიან მოხარული ვარ ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განმარტებით, რომ ნატო არ გაგზავნის ჯარებს უკრაინაში“, - განაცხადა კლაუდია ტანერმა.
რამდენიმე ქვეყანამ, უკრაინას მათ მიერ მიწოდებული იარაღის, რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე დარტყმის უფლება მისცა. უკრაინამ დასავლური იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის, უკვე, გამოიყენა.