ისრაელის სამხედროების მიერ მძევლების გათავისუფლების ოპერაციის დროს, ნუსეირათის ბანაკში 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

09 ივნისი 2024, 10:17 351 ნახვა

ღაზის სექტორში, პროვინცია დეირ-ელ-ბალაჰში გაშლილ ლტოლვილთა ბანაკ, ნუსეირათში ისრაელის თავდაცვის ძალების ოპერაციას, ათობით ადამიანი ემსხვერპლა. ოპერაციის შედეგად, ისრაელელმა სამხედროებმა „ჰამასის“ მიერ, მძევლად აყვანილი ოთხი ადამიანი გაათავისუფლეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, საავადმყოფოებში ათობით დაშავებული შეიყვანეს.

„ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი მედია იტყობინება, რომ ოპერაციის დროს 210 ადამიანი დაიღუპა და 400 დაშავდა, მათ შორის, ქალები და ბავშვები. 

ლტოლვილთა ბანაკზე განხორციელებული იერიშის განხილვისთვის, პალესტინის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის ჩანიშვნა მოითხოვა.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ჰამასის“ ტყვეობიდან ოთხი ადამიანი გაათავისუფლეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი