ისრაელი ტერორიზმს არ დანებდება, არ დავნებდებით, ვიდრე ყველა ჩვენს მძევალს სახლში არ დავაბრუნებთ, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
ნეთანიაჰუმ უსაფრთხოების ძალებს ღაზაში მძევლების გათავისუფლების ოპერაციისთვის მადლობა გადაუხადა.
„კიდევ ერთხელ დაადასტურეთ, რომ ისრაელი ტერორიზმს არ დანებდება და გაბედულად მოქმედებს, რათა ჩვენი მძევლები სახლში დააბრუნოს. ჩვენ ასე გავაგრძელებთ მომავალშიც. არ დავნებდებით, ვიდრე არ დავასრულებთ მისიას და არ დავაბრუნებთ ყველა ჩვენს მძევალს სახლში“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
ცნობისთვის ისრაელის თავდაცვის ძალებმა რამდენიმე საათ წინ, ღაზაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, „ჰამასის“ მიერ გატაცებული 4 მძევალი დააბრუნა.