ცხოვრება საფრთხის ქვეშ

29 მარტი 2017, 00:00 3049 ნახვა

ხულოში სოფელ ვაშლოვანში მოსახლეობას დათვის თავდასხმისგან უწევს თავის დაცვა. გუშინ ერთ-ერთი მოსახლის საცხოვრებელ სახლთან, სადაც ნაკვალევი დღესაც შეინიშნება, დათვმა ფუტკრის სკები გაანადგურა. მსგავსი შემთხვევები გასულ წლებშიც დაფიქსირდა, მაშინ მოსახლეობა დათვისგან განადგურებულ ნარგავებზე საუბრობდა. ფერმერს, რომელიც საფრთხეს შენიშნავს, აქვს დათვის ლიკვიდაციის უფლება. რაც შეეხება ზარალის ანაზღაურებას, დათვისგან მიყენებული ზარალი მუნიციპალიტეტის არცერთ პროგრამაში არ ჯდება, შესაბამისად ოჯახები კომპენსაციას სავარაუდოდ ვერ მიიღებენ. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში