ისრაელის ავიაციამ, გასული დღის განმავლობაში, ღაზის სექტორში 30-ზე მეტ სამიზნეზე მიიტანა იერიში. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
მათივე ცნობით, განადგურებულია „ჰამასის” ინფრასტრუქტურა, იარაღის საწყობები და ცოცხალი ძალა.
გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელმა, ქალაქ რაფაჰში რაკეტების გამშვები მოწყობილობაც გაანადგურა.