ბრაზილიაში წყალდიდობამ სასწავლო პროცესის პარალიზება გამოიწვია

29 მაისი 2024, 11:28 418 ნახვა

ათობით ათასი სკოლის მოსწავლე  სამხრეთ ბრაზილიაში ერთი თვეა უკვე რაც საკლასო ოთახებში ვერ შედის.

მიზეზი კატასტროფული წყალდიდობაა, რომლის შედეგად რამდენიმე სკოლა დაიტბორა და სხვები კი თავშესაფრად იქცა. რიო გრანდე-დო სულის შტატის 2 ათასზე მეტი საჯარო სკოლიდან თითქმის მეხუთედი დახურულია, სადაც 185 ათასი მოსწავლე სწავლობს.

აპრილის ბოლოს დაწყებული წვიმების შედეგად  ბრაზილიის ყველაზე სამხრეთ შტატში, რიო გრანდე-დუ სულში, რამდენიმე მდინარე და ტბა რეკორდულ ნიშნულამდე ადიდდა. სტიქიამ იმსხვერპლა  169 ადამიანი, ხოლო 580 ათასზე მეტი იძულებული იყო საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში