ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრების შემადგენლობას ხვალ დაასახელებს

21 მაისი 2024, 22:24 508 ნახვა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი ევროპის ჩემპიონატისთვის შემადგენლობას ხვალ, 22 მაისს დაასახელებს.

ჯერჯერობით, უცნობია, სანიოლი პირდაპირ 26-კაციან შემადგენლობას დაასახელებს თუ გაფართოებული განაცხადი იქნება.

ევრო 2024-ზე საქართველო F ჯგუფში თურქეთის, ჩეხეთისა და პორტუგალიის წინააღმდეგ ითამაშებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში