ანტისამთავრობო პროტესტი იერუსალიმში

20 მაისი 2024, 13:01 369 ნახვა

ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის წინააღმდეგ საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები   იერუსალიმისკენ დაიძრნენ.  ისრაელის დროშებითა და მძევლების სურათებით მომიტინგეებმა თელავივ-იერუსალიმის მთავარი სატრანსპორტო არტერია  გაიარეს. ისრაელის პოლიციამ რამდენიმე მომიტინგე  გზის გადაკეტვის მცდელობის ბრალდებით დააკავა.

მომიტინგეები შეუერთდებიან  ისრაელის პარლამენტის, ქნესეტის წინ დაგეგმილ მასობრივ პროტესტს.

ღაზაში ჰამასის წინააღმდეგ ომის გამო ისრაელში ნეთანიაჰუს მთავრობისადმი კრიტიკა ძლიერდება. ყოველკვირეული დემონსტრაციებით ათასობით ისრაელელი  მთავრობისგან მძევლების გასათავისუფლებლად ჰამასთან  შეთანხმების მიღწევას და ნეთანიაჰუს გადადგომას მოითხოვს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში