კონსტრუქციული მსჯელობის შემთხვევაში, ნებისმიერ კანონში შედის ცვლილებები, სამწუხაროდ, აქამდე ასეთი პროცესი ვერ ვიხილეთ - ლევან დავითაშვილი

20 მაისი 2024, 14:18 374 ნახვა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ხელისუფლება მზად იყო და დღესაც მზადაა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით არგუმენტირებული შენიშვნები მოისმინოს.

დავითაშვილის თქმით, მმართველი გუნდი ყოველთვის ღია იყო დიალოგისთვის, თუმცა, სამწუხაროდ, კანონპროექტზე მსჯელობა კონსტრუქციულ ფორმატში არ წარიმართა.

„რაც შეეხება კანონთან დაკავშირებულ პროცესებს, სამწუხაროდ, ჩვენ საწყისი პერიოდიდან დღემდე, კონსტრუქციულ დიალოგის ნაცვლად, საქმე გვქონდა მხოლოდ დესტრუქციასთან. განხილვის, დიალოგის, დემოკრატიული ინსტრუმენტების გამოყენების ფორმით ყველაფრის მიღწევა შეიძლებოდა.  „არა“ არ არის არგუმენტი, არა-ს შეიძლება ჰქონდეს რაღაც არგუმენტები – ამიტომ „არა“ და ა.შ. თუ ასეთი იყო, ჩვენს ოპოზიციას შეეძლო, ეს პარლამენტის ფორმატში დაეფიქსირებინა. ასევე, არაერთხელ იყო გაცხადებული საქართველოს პრემიერ-მინისტრის და პარტიის ხელმძღვანელების მხრიდანაც, რომ მმართველი გუნდი არის ღია დიალოგისთვის, მათ შორის საჯარო დიალოგისთვის. აქაც ჩვენ, სამწუხაროდ, არ გვქონდა დიალოგი, არ მოგვისმენია არგუმენტები იმისთვის, რომ რამე შეგვეცვალა ან გაგვეუმჯობესებინა. საბოლოოდ იყო საუბარი, რომ ვეტოს ფორმატი თავისი იურიდიული შინაარსით ითვალისწინებს კონკრეტულ კომენტარებს, რეკომენდაციებს, მოსაზრებებს, რომლებიც შეიძლება ასახული ყოფილიყო საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან და ამაზე მზაობაც არაერთხელ დაფიქსირდა.

სამწუხაროდ, ეს მომენტიც არ იყო გამოყენებული. ასე რომ, თუ იქნება დიალოგი, კონსტრუქციული მსჯელობა, ნებისმიერ კანონში შედის ცვლილებები, იმ შემთხვევაში, თუ ასეთი პროცესი წარიმართა, მაგრამ აქამდე, სამწუხაროდ, ასეთი პროცესი ვერ ვიხილეთ. სამწუხაროდ, ეს პროცესი აქამდე ასე არ წარიმართა, ჩვენ არ მოგვისმენია არაფერი, თუმცა ნებისმიერი კანონი შეიძლება შეიცვალოს. ჩვენ ვიყავით მზად, რომ მოგვესმინა არგუმენტირებული შენიშვნები, კიდევ ერთხელ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ეს მზადყოფნა არსებობს საქართველოს ხელისუფლებაში, რაზეც საუბრობს საქართველოს პრემიერიც“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ პარტნიორებთან დიალოგს არ აქვს ალტერნატივა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი