ხარკოვში, სადაც დაბომბვას 11 ადამიანი ემსხვერპლა, 20 მაისი გლოვის დღედ გამოცხადდა

20 მაისი 2024, 10:28 376 ნახვა

ხარკოვის ოლქში, დაბომბვის შედეგად კიდევ 11 ადამიანი დაიღუპა, რის გამოც, რეგიონში 20 მაისი გლოვის დღედ გამოცხადდა. ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, დაშავებულთა შორის არის სასწრაფო დახმარების მედდა. თემის უფროსის, ოლექსანდრ გოლოლობოვის ცნობით, დარტყმა იმ ადგილზე განხორციელდა, სადაც ხალხი ისვენებდა.

ყველა დაშავებული, მისი თქმით, მშვიდობიანი მოსახლეა. თავის მხრივ, ხარკოვის მერი იტყობინება ქალაქში კიდევ ორი აფეთქების შესახებ. ტერეხოვს დეტალები არ დაუზუსტებია. დღეს დილით, ხარკოვის ოლქში რუსეთის ჯარმა დაბომბა სოფელი ნოვოოსინოვოე.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ზალპური ცეცხლის სამიზნე გახდა სოფლის ოთხი ქუჩა. ექვსი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 27 დაშავდა მალოდანილოვსკის სასოფლო თემისთვის ცეცხლის დაშენის შედეგად.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი