ავღანეთში ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 50 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
დაშავებულების შესახებ, ამ დროისთვის, ზუსტი ინფორმაცია არ არის ცნობილი.
ადგილობრივი ოფიციალური პირების ცნობით, 2 000-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი სრულადაა განადგურებული, დაზიანებულია 4 000-ზე მეტი.
ცნობისთის, გასულ კვირას ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ გაანადგურა სოფლები ჩრდილოეთ ავღანეთში, დაიღუპა 315 და დაშავდა 1600-ზე მეტი ადამიანი.