აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ისრაელისთვის იარაღის მიწოდებას მხარი დაუჭირა

17 მაისი 2024, 09:43 459 ნახვა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტი მიიღო, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იძულებული გახდება ისრაელში იარაღი გააგზავნოს.

უცხოური მედიის ცნობით, ისრაელის უსაფრთხოების დახმარების მხარდაჭერის აქტს მხარი 224-მა კონგრესმენმა დაუჭირა, საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო 187-მა.

როიტერის ინფორმაციით, მოსალოდნელია რომ აქტი კანონი არ გახდება, მაგრამ მისი მიღება ხაზს უსვამს არჩევნების წელს ღრმა განხეთქილებას, რომელიც ისრაელის პოლიტიკასთან არის დაკავშირებული.

„რესპუბლიკელები“ ჯო ბაიდენს ისრაელისთვის ზურგის შექცევაში ადანაშაულებენ, „დემოკრატები“ კი რესპუბლიკელებს პოლიტიკით თამაშში სდებენ ბრალს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი