გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილება

11 მაისი 2024, 09:52 428 ნახვა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ ხმების აბსოლუტური უმრავლესობით   მხარი დაუჭირა პალესტინის განაცხადს  გაეროს  სრულუფლებიან წევრად  აღიარების  შესახებ და რეკომენდაციით მიმართა გაეროს უშიშროების საბჭოს გადახედოს  საკითხს დადებითად. 

193  წევრისგან შემდგარ გენერალურ ასამბლეაში გამართული კენჭისყრა პალესტინის გაეროს სრულუფლებიან წევრად  აღიარების მხარდაჭერის შესახებ ერთგვარი  გლობალური გამოკითხვა იყო - გადაწყვეტილება, რომელიც ფაქტობრივად აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს - მას შემდეგ, რაც გასულ თვეში  გაეროს უშიშროების საბჭოში შეერთებულმა შტატებმა ამ საკითხს  ვეტო დაადო.

ერთადერთი ქვეყანა, რომელიც წინააღმდეგ გამოვიდა  უნგრეთია, კანადამ სხვა 24 ქვეყანასთან ერთად  კენჭისყრისგან თავი შეიკავა, ხოლო ჩინეთმა და კიდევ 142 ქვეყანამ მხარი დაუჭირა გენერალური ასამბლეის რეზოლუციას.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში