კოლუმბიის უნივერსიტეტთან ისრაელის მხარდამჭერი მომიტინგეები შეიკრიბნენ და სოლიდარობა გამოუცხადეს ისრაელ-ამერიკელ და ისრაელელ სტუდენტებს, რომლებიც განიცდიან შევიწროებას, დაშინებას და ძალადობას ნიუ-იორკის კამპუსებში მიმდინარე პროპალესტინელი სტუდენტების პროტესტის ფონზე.
აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, რომ კოლუმბია, ჰარვარდი და კალიფორნია ნაცისტური იდეოლოგიის ახალი კერებია.
სტუდენტები მოითხოვენ, რომ მათმა უნივერსიტეტებმა შეწყვიტონ ფინანსური ურთიერთობები იმ კომპანიებთან, რომლებიც მხარს უჭერენ ომს. პოლიციამ 2 ათასზე მეტი მომიტინგე დააკავა.