აშშ-ის რამდენიმე შტატს ტორნადოებმა გადაუარა, ტეხასში წყალდიდობაა

06 მაისი 2024, 14:04 477 ნახვა

ავტომობილის ვიდეორეგისტრატორმა დააფიქსირა  მომენტი, როცა  ძლიერმა ტორნადომ ამერიკის ნებრასკის შტატის ქალაქ ლინკოლნში  შენობა გაანადგურა. ადგილობრივი მედიის განცხადებით, ტორნადოს  დროს შენობაში  ათობით მუშა იმყოფებოდა, თუმცა სტიქიას ყველა გადაურჩა.

ამინდის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ეს ტორნადო ერთ-ერთია იმ 19 ტორნადოდან, რომელმაც ოკლაჰომას,  აიოვასა და  ნებრასკის შტატებს გადაუარა, გაანადგურა ასობით საცხოვრებელი სახლი და ბიზნესობიექტი. სტიქიამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა.

4 წლის ბიჭი დაიღუპა ტეხასის შტატში წყალდიდობის შედეგად. იგი ადიდებულმა მდინარემ გაიტაცა.

დრონით გადაღებულ კადრებზე  ტეხასის შტატში რამდენიმე დღიანი ძლიერი წვიმის შემდეგ წყალდიდობის მასშტაბებია ასახული.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი