აშშ-მა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

02 მაისი 2024, 09:03 392 ნახვა

აშშ-მა რუსეთს უკრაინაში ომისა და ქიმიური იარაღის გამოყენების გამო ახალი სანქციები დაუწესა.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ახალ სასანქციო სიაში 280 ფიზიკური და იურიდიული პირი მოხვდა. დეპარტამენტი ასევე სანქციებს უწესებს რუსეთის სამ სამთავრობო უწყებას, რომლებიც დაკავშირებული არიან რუსული ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის პროგრამებთან, და ოთხ კომპანიას, რომლებმაც ხელი შეუწყეს აღნიშნულ უწყებებს.

ამასთან, სანქციები უწესდება სამ ფიზიკურ პირს, რომლებიც რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან არიან კავშირში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში