წყალდიდობა ტანზანიაში - არის მსხვერპლი

26 აპრილი 2024, 08:13 319 ნახვა

სულ მცირე 115 ადამიანი დაიღუპა და 236 დაშავდა ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სტიქიის შედეგად 10 ათასზე მეტი სახლი დაზიანდა და 200 ათასზე მეტი ადამიანი დაზარალდა.

კასი მაჯალივა აღნიშნავს, რომ ძლიერ წვიმას თან ძლიერი ქარიც ახლავს, რაც სავალალო შედეგებს იწვევს. წყალდიდობა იყო ასევე კენიაშიც, სადაც მსხვერპლის რაოდენობა 32-ს აჭარბებს.   

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი