ვითარება ღაზაში

12 აპრილი 2024, 20:34 367 ნახვა

ისრაელსა და ჰამასს შორის უკვე 189-ე დღეა საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. მხოლოდ გასული 24 საათის განმავლობაში ისრაელის არმიის თავდასხმების შედეგად 63 პალესტინელი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, „ჰამასის“ სამხედრო აქტივობების ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებლის სიკვდილის შესახებ. ისრაელის ძალებში აცხადებენ, რომ მან ჰამასს დეკემბერში ასობით ათასი დოლარი გადაურიცხა. 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზაში დაღუპულთა რიცხვი უკვე 33 ათასს აჭარბებს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი