რუსებმა ხარკოვი დაბომბეს. დაიღუპა 6 ადამიანი.
ამის შესახებ, ინფორმაციას ხარკოვის მერი, იგორ ტერეხოვი ავრცელებს.
იგორ ტერეხოვის ცნობით, რუსების თავდასხმის შედეგად, 6 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა.
„ხარკოვის მშვიდობიან მოსახლეობაზე განხორციელებული თავდასხმა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა“, - განაცხადა იგორ ტერეხოვმა.
გავრცელებული ვერსიით, თავდასხმა კამიკაძე დრონების გამოყენებით განხორციელდა.
ხარკოვის მერის ცნობით, დაზიანებულია, სულ მცირე, ცხრა მრავალსართულიანი სახლი, სამი საერთო საცხოვრებელი და რამდენიმე ადმინისტრაციული შენობა.