ღაზის სექტორისთვის ორი ჰუმანიტარული მარშრუტის გახსნა დამტკიცდა - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მხარე ავრცელებს.
განცხადების მიხედვით, ომის დაწყების შემდეგ პირველად გაიხსნება ღაზას ჩრდილოეთით მდებარე ერეზის კარიბჭე და აშდოდის პორტი. იროდანიიდან მეტი დახმარების მიწოდება კი კერემ შალომის გადასასვლელის გავლით განხორციელდება. ისრაელის ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება ჯო ბაიდენსა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ მიიღო.
რაც შეეხება სამხედრო ოპერაციას ისრაელი „ჰამასის“ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის ფარგლებში რაფაჰსა და ხან-იუნისზე იერიშებს განაგრძობს.
გავრცელებული ცნობით, საარტილერიო ცეცხლის სამიზნეში ხან-იუნისის დასავლეთი ნაწილი და რაფაჰის აღმოსავლეთი ტერიტორია მოექცა. „ცაჰალი“ ოპერაციას დასავლეთის მოწოდების მიუხედავად აგრძელებს.