სტამბოლის ცენტრში, ღამის კლუბში ხანძრის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა

02 აპრილი 2024, 17:22 691 ნახვა

სტამბოლის ცენტრში, ღამის კლუბში ხანძრის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა. ამის შესახებ ქალაქის მერმა, ეკრემ იმამოღლუმ განაცხადა. ხანძარი დაწესებულებაში სარემონტო სამუშაოების დროს გაჩნდა.

დაშავებულთა შორის შვიდის მდგომარეობა კრიტიკულია. ისინი ახლომდებარე საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი.

ინციდენტის გამომწვევი მიზეზების დასადგენად დაწყებულია გამოძიება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში