პერუში როლექსის მაღალი კლასის საათებთან დაკავშირებული ახალი პოლიტიკური სკანდალის გამო ექვსი მინისტრი გადადგა. პრეზიდენტმა დინა ბოლუარტემ დამატებით კიდევ სამი მინისტრის გადადგომის შესახებ განაცხადა, მათ შორის არიან მრეწველობის, ვაჭრობისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები. ქვეყნის ლიდერმა ერთ დღეში მისი 19 კაციანი კაბინეტის დაახლოებით მესამედი შეცვალა.
შინაგან საქმეთა, განათლებისა და ქალთა საქმეების მინისტრების გადადგომა მოჰყვა გამოძიებას, რომელიც მთავრობის წევრების უკანონო გამდიდრების შესახებ ბრალდებების შემდეგ დაიწყო.
ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ბოლუარტე, რომელმაც პერუს პრეზიდენტის თანამდებობა 2022 წლის ბოლოს დაიკავა, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ქვეყნის მეექვსე პრეზიდენტია. მისი წინამორბედი პედრო კასტილიო აჯანყებისა და შეთქმულების მოწყობის ბრალდებით ჯერ თანამდებობიდან გადააყენეს, შემდეგ კი დააპატიმრეს.