იტალიაში კოკისპირულ წვიმებს მეწყერი მოჰყვა

02 აპრილი 2024, 08:02 438 ნახვა

კოკისპირულმა წვიმებმა  იტალიის ვალ კამონიკაში ქალაქ ედოლოში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. სტიქიური უბედურების  რაიონიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

საგანგებო სიტუაციათა სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებზე ქალაქ ედოლოში დატბორილი გზები და  სახლებია ასახული, ტალახიანი წყლით დაიფარა ეზოები და ქუჩები.

მეხანძრე-მაშველებმა და სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფებმა ადგილობრივ გეოლოგებთან ერთად ქალაქ ედოლოს აპრიკასთან დამაკავშირებელ გზაზე ჰიდროგეოლოგიური რისკების შესაფასებლად  სადაზვერვო მისია შეასრულეს - წერს ადგილობრივი მედია. გავრცელებული ინფორმაციით, გზა დროებით დაიკეტა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში