ბულგარეთი-რუმინეთი შენგენის ზონას უერთდებიან

31 მარტი 2024, 09:04 380 ნახვა

ბულგარეთი და რუმინეთი დღეიდან ევროპის თავისუფალი გადაადგილების შენგენის ზონას ნაწილობრივ შეუერთდებიან და გახსნიან საჰაერო და საზღვაო მგზავრობის შესაძლებლობას სასაზღვრო შემოწმებების გარეშე.

ამასთან, სახმელეთო კონტროლი კვლავ ძალაში რჩება, რადგან ავსტრია თავშესაფრის მაძიებელთა შემოდინების შიშის გამო, წინააღმდეგია, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები შენგენის ზონის სრულუფლებიანი წევრები გახდნენ.

რუმინეთის მთავრობის განცხადებით შენგენის წესები 4 საზღვაო პორტსა და 17 აეროპორტზე გავრცელდება.

ცნობისთვის,  ბულგარეთი და რუმინეთი ევროკავშირის წევრები 2007 წელს გახდნენ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი