ისრაელსა და "ჰამასს" შორის შესაძლოა მძევლების საკითხზე შეთანხმება შედგეს

25 მარტი 2024, 10:28 366 ნახვა

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შესაძლოა, შეთანხმება შედგეს. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს - ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ისრაელელი და ამერიკელი მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ დოჰაში ჩატარებულ მოლაპარაკებებში და რამდენიმეთვიანი დისკუსიების შემდეგ შესაძლოა, შეთანხმება შედგეს.

როგორც გამოცემა იუწყება, ისრაელმა შეარბილა თავისი პოზიცია მოლაპარაკებების დროს და დათანხმდა აშშ-ის  წინადადებას, რის სანაცვლოდაც შესაძლოა, 800 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლოს 40 ისრაელელი მძევალის სანაცვლოდ. 

მედია წერს, რომ როგორც ცნობილია, "ჰამასს" ეს შეთავაზება უკვე გაუგზავნეს.

ისრაელის მიერ ღაზაში საავადმყოფოების ბოლო შტურმისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის გამო პროტესტის ნიშნად ასობით იორდანიელი დემონსტრანტი, რომლებიც ამანში ისრაელის საელჩოსკენ  მიემართებოდნენ, სპეცრაზმმა დაარბია.

მომიტინგეები პალესტინის დროშებით ხელში სკანდირებდნენ ისრაელის საწინააღმდეგო  ლოზუნგებს.     

თვითმხილველების თქმით, რამდენიმე დემონსტრანტი სცემეს და  დააკავეს, როცა ისინი ცდილობდნენ გაერღვიათ საელჩოს გარშემო პოლიციის კორდონი.

თვითმხილველებმა ასევე განაცხადეს, რომ ხელისუფლებამ დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზიც გამოიყენა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი