რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის განცხადებით, ერთადერთი სახელმწიფოს მეთაური, რომელმაც ტერორისტულ თავდასხმაში რუსეთი დაადანაშაულა, ზელენსკია. მარია ზახაროვას თქმით, ვერანაირი წყევლა ვერ გაანადგურებდა ზელენსკის ისე, როგორ თავისივე თვითმამხილებელი განცხადება. დაამატა, რომ კიევის რეჟიმი ტერაქტში რუსეთს ადანაშაულებს, თეთრმა სახლმა კი მკაცრად დაგმო ბოევიკების ქმედებები.
თავის მხრივ უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, თუ რუსები მზად არიან „კროკუსებში“ ჩუმად მოკვდენ, პუტინი კიდევ ეცდება მსგავსი სიტუაციის თავისი პირადი ძალაუფლების სასარგებლოდ გამოყენებას.