ანტონიო გუტერეშის განცხადება

24 მარტი 2024, 09:50 392 ნახვა

არსებობს საერთაშორისო კონსესუსი იმის შესახებ, რომ ნებისმიერი სახმელეთო თავდასხმა სამხრეთ ღაზაში მდებარე ქალაქ რაფაჰზე, ჰუმანიტარულ კატასტროფას გამოიწვევს - ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა რაფაჰის საზღვართან განაცხადა.

ანტონიო გუტერეშის თქმით, ცეცხლის ჰუმანიტარული შეწყვეტის გარეშე დახმარების ეფექტიანი განაწილება ვერ მოხდება.

ამასთან, გასულ დღეს ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა ღაზაში, როდესაც მოქალაქეები ჰუმანიტარულ დახმარებას ელოდებოდნენ. ბოლო ცნობებით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში 32 ათასზე მეტი პალესტინელია დაღუპული.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი