ინტერპოლი მზადაა, რუსეთის ხელისუფლებას „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებული თავდასხმის გამოძიებაში დაეხმაროს

23 მარტი 2024, 14:07 295 ნახვა

ინტერპოლი მზადაა, რუსეთის ხელისუფლებას „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებული თავდასხმის გამოძიებაში დაეხმაროს, - ამის შესახებ, ინტერპოლის გენერალურმა მდივანმა, იურგენ შტოკმა განაცხადა.

„კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმას მკაცრად ვგმობ, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი საშინელი აქტი იყო. ჩვენი ფიქრები მსხვერპლებთან, მათ ოჯახებთან და მეგობრებთანაა. ინტერპოლი მზადაა რუსეთის ხელისუფლების მიერ ჩატარებულ გამოძიებას მხარი დაუჭიროს“, - განაცხადა შტოკმა.

 

ბოლო მონაცემებით, „კროკუს სითი ჰოლში“ ღამით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 93-მდე გაიზარდა. დაშავებულია 121 ადამიანი.

თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა 11 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, სავარაუდოდ, ოთხი ტერორისტია.

მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა და კონცერტზე მისულ მაყურებელს ცეცხლი გაუხსნა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა ტერაქტად შეაფასა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში