ოკუპანტის შეტევა უკრაინაზე

23 მარტი 2024, 09:58 348 ნახვა

უკრაინაში საომარი მოქმედებები გრძელდება. რუსეთმა ყველაზე დიდ კაშხალს დნიპროს ელექტროსადგურს დაარტყა, თუმცა ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ მისი რღვევის საფრთხე არ არსებობს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღე ღამის განმავლობაში 69 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

მტრის ძირითად სამიზნეს წარმოადგენდა ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვისა და ლუჰანსკის ოლქები. მიკოლაევის ოლქის 140-მდე დასახლებული პუნქტი საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოხვდა. 

კუპიანსკის მიმართულებით მტერმა 3 წარუმატებელი თავდასხმა განახორციელა უკრაინის თავდაცვის ძალბის პოზიციებზე.

გენშტაბის ცნობით, ავდიივკასთან უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტების 10-ზე მეტი თავდასხმა მოიგერიეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი