აშშ-მა „ჰუსიტების“ იარაღის შესანახ საწყობებზე სარაკეტო დარტყმები განახორციელა

23 მარტი 2024, 10:01 501 ნახვა

აშშ-მა „ჰუსიტების“ იარაღის შესანახ საწყობებზე სარაკეტო დარტყმები განახორციელა. ინფორმაციას ამის შესახებ შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობა ავრცელებს. ოფიციალური პირების განცხადებით, განადგურებულია სამი მიწისქვეშა საწყობი.

ცენტრალურ სარდლობაში აღნიშნავენ, რომ იარაღის შესანახი ობიექტები აშშ-ს, კოალიციის ძალებსა და სავაჭრო გემებს საფრთხეს უქმნიდა.

აღნიშნული მოქმედებები კი ძალების დასაცავად, ნავიგაციის თავისუფლებისა და საერთაშორისო წყლების უსაფრთხოების  უზრუნველსაყოფად არის აუცილებელი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი