არჩევნები რუსეთში პროტესტის ფონზე

16 მარტი 2024, 10:30 469 ნახვა

აფეთქებული საარჩევნო უბნები, დამწვარი ბიულეტენები, მელნით სავსე ურნები - უკვე მეორე დღეა ამ ვითარებაში მიმდინარეობს რუსეთში საარჩევნო პროცესი, რომელშიც ოპოზიციის არცერთი კანდიდატი არ მონაწილეობს. მოსახლეობის ნაწილი, პუტინის 24 წლიან მმართველობას და მისი კიდევ 6 წლით არჩევას აპროტესტებს. პროტესტს სამართალდამცველები დაკავებით პასუხობენ. ხმის მიცემა აფეთქებების ფონზე უწევთ ბელგოროდში. წუხელ რუსი დივერსანტები დილიდან გააქტიურდნენ.

პუტინის ხელისუფლების წინააღმდეგ გაერთიანებულმა რამდენიმე დაჯგუფებამ, დაპირება შეასრულა და არჩევნების დღეს, შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით და დრონებით განახორციელა.

აფეთქებების სერიას გამოეხმაურა პუტინი, რომელმაც ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში მიმდინარე ბრძოლებს „არჩევნების ჩაშლის მცდელობა უწოდა’’.

თავად პრეზიდენტმა კი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა ონლაინ მისცა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი